Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პავიის უნივერსიტეტის პროგრამაზე "Foundation Year" სწავლის მსურველთა ჩაწერა

თარიღი:

25/02/2020


პავიის უნივერსიტეტის პროგრამაზე

დაიწყო პავიის უნივერსიტეტის პროგრამაზე "Foundation Year" სწავლის მსურველთა ჩაწერა 2020/2021 სასწავლო წლისთვის. პროგრამა ითვალისწინებს მოსამზადებელ კურსს იმ უცხოელი მოსწავლე-სტუდენტებისთვის, რომლებმაც ჯერ არ დაუსრულებიათ საბაკალავრო თუ ერთიანი ციკლის სამაგისტრო განათლების მისაღებად აუცილებელი საშუალო განათლების მე-12 წელი. კურსი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 9 თვეს შეადგენს.

სასწავლო პროგრამა შედგება იტალიური ენის კურსისა და არჩევითი კურსისგან შემდეგ საგნებში:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • მეცნიერება და მედიცინა;
  • ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და კურსზე ჩაწერის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
იტალიურ ენაზე ბროშურის სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე ბროშურის სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1221