Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება

თარიღი:

06/11/2019


საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება

საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება


"იტალიის საელჩო უსამძიმრებს მარგო მარტიაშვილის ოჯახს. მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ამჟამად არსებული შეზღუდვები ადმინისტრაციური საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე.

ეს სამწუხარო მოვლენა ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, განსაკუთრებით - მაგრამ არა მხოლოდ - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

იტალია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის აუცილებლობას, რომელიც სრულად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით მიღწეულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ცხელ ხაზსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRMS)".

თბილისი, 2019 წლის 1 ნოემბერი


ადგილი:

Tbilisi

1196