Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზენტაცია საქართველოში

თარიღი:

15/11/2019


საერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზენტაცია საქართველოში

უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზიდენტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამთავრობო ორგანიზაციებს, ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე მოქმედ უმსხვილეს ოპერატორებსა და ასოციაციებს გამოფენა Macfrut 2020 წარუდგინა. "ჩვენს გამოფენაზე, რომელიც გაისად 5-7 მაისს ქ. რიმინიში გაიმართება, დიდი ყურადღება იმ ქვეყნებს დაეთმობა, რომლებსაც საუკუნეების წინ მარკო პოლო ეწვია. იმედი გვაქვს, რომ გამოფენაზე საქართველო მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნა გამოფენის პრეზიდენტმა რენცო პირაჩინიმ. "ეს გამოფენა, რომელმაც წელს 43500 ვიზიტორსა და 1000 მონაწილეს უმასპინძლა, ხილ-ბოსტნეულის წარმოების დარგში მომუშავე კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების, ლოჯისტიკისა და შეფუთვის სექტორში ახალი კავშირების დამყარებისა და ბიზნეს-შესაძლებლობების თვალსაზრისით", - განმარტა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იტალიურ დელეგაციას ქართული მხარის მომავალ გამოფენაში მონაწილეობის მხარდაჭერა დაუდასტურა.


macfrut 6


ადგილი:

Tbilisi

1201