Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

რომი, დროის აღქმა და ყოველდღიურობა

თარიღი:

08/10/2019


რომი, დროის აღქმა და ყოველდღიურობა

რომის მოქალაქეები - ახალგაზრდა, თუ ხანდაზმული მამაკაცები - ყოველდღიურ ცხოვრებაში, დროს ძირითადად ღია ცის ქვეშ ატარებენ. რომის ფორუმი ქალაქური საზოგადოების მთავარი თავშეყრის ადგილია: აქ ზოგჯერ დილაადრიანად იკრიბებიან. რომაელები ნაჩქარევად საუზმობენ, პირსაც სწრაფად იბანენ და სამუშაოდ სახელოსნოებისკენ თუ ბაღებისკენ მიეშურებიან. სამსახურისა და სახლის გარდა, რომის მოქალაქე, როგორც მაშინ იყო მიღებული, საკუთარ დროს საკვებზე და სხეულზე ზრუნვაში ატარებს.

რომაელებისთვის დრო აბსტრაქტულ კატეგორიას არ წარმოადგენს, მათთვის დრო ყოველთვის გასაკეთებელი საქმის დასრულებასთანაა დაკავშირებული. ასეთივე ფილოსოფიური მიდგომით განიხილება ე.წ. „ოტიუმიც" - მოცალეობის ჟამი, - დრო, რომელიც მოქალაქეს პოლიტიკური და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ რჩება. მოსვენების დროს მოქალაქე ყოფით საქმეებს წყდება და თავს კითხვით, ან მეცადინეობით იქცევს, რათა მოცალეობა დროის ფუჭად ფლანგვად და მცონარებად არ ექცეს.


guida mosaici 1


ადგილი:

Tbilisi

1187