ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“mAPPamondo consolare”, ახალი აპლიკაცია უცხოეთში მცხოვრები იტალიელების მომსახურების გასაუმჯობესებლად

“mAPPamondo consolare” გახლავთ ახალი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ უცხოეთში მუდმივად თუ დროებით მცხოვრები თანამემამულეებისათვის შეიქმნა. ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება იტალიის საკონსულო განყოფილებების მიერ შეთავაზებული მომსახურების შესახებ. გარდა ამისა, მარტივდება ისეთ საკონსულო პროცედურებთან წვდომა, როგორიცაა AIRE-ში (უცხოეთში მცხოვრები იტალიის მოქალაქეთა რეესტრში) აღრიცხვა, პასპორტისა თუ სხვა სამოქალაქო აქტების გაცემა, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა და სხვ.

აპლიკაციის უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია:

  • Apple Store-დან (iOS-ის სისტემის ტელეფონებისთვის);
  • Google Play Store-დან (Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის).

mappamondo 1