Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ინფრასტრუქტურის, ჭკვიანი ქალაქების და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება

თარიღი:

03/07/2019


იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ინფრასტრუქტურის, ჭკვიანი ქალაქების და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება

4 ივლისს თბილისში, სასტუმრო "Holiday Inn"-ში გაიმართა იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამოდენიმე დარგს, კერძოდ, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ბიზნეს-ფორუმი კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა კერძო სექტორში თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების არსებობის ხელშეწყობისა და იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის. ფორუმის იტალიელი მონაწილეები გახლდნენ: იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), SACE-SIMEST (სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა სადაზღვევო და საფინანსო მომსახურებას ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისთვის), საინჟინრო, არქიტექტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციათა ასოციაცია (OICE), სამშენებლო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (ANCE), ელექტრონული და ელექტროტექნიკური კომპანიების ეროვნული ფედერაცია (ANIE) და 30-მდე წამყვანი იტალიური კომპანია. ქართული მხრიდან მონაწილეობდა 100-ზე მეტი საწარმო, სააგენტო, საჯარო თუ კერძო კომპანია.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

ღონისძიების პროგრამაში იყო: უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ქართული სამეწარმეო ასოციაციებისა და სახელმწიფო უწყებების პრეზენტაციები, 200-ზე მეტი შეხვედრა "B2B" ფორმატში, OICE-სა და საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციას (ACEG) შორის შეთანხმების მემორანდუმისა და HIS Consulting-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის შეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერა.

ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იტალიური მხრიდან - იტალიის საელჩო და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), ქართული მხრიდან - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.


პრეზენტაციები:

აწარმოე საქართველოში
საპარტნიორო ფონდი
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
საქართველოს რკინიგზა
თბილისის მერია
ბათუმის მერია
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი


სტატიები და სიუჟეტები:


Frontnews - სტატია, 03.07.2019
Georgian Press - სტატია, 03.07.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - პრეს რელიზი, 04.07.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - პრეს რელიზი, 04.07.2019
აწარმოე საქართველოში - სტატია, 04.07.2019
AISE - სტატია, 04.07.2019
GHN - სტატია, 04.07.2019
PIA - სტატია, 04.07.2019
Georgia Today - სტატია, 04.07.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი - სიუჟეტი, 04.07.2019
Commersant - სტატია, 04.07.2019
რადიო ფორტუნა - სტატია, 04.07.2019
Guardian.Ge - სტატია, 04.07.2019
M2B - სტატია, 04.07.2019
KavkazPlus - სტატია, 04.07.2019
ინტერპრესნიუსი - სტატია, 04.07.2019
საპარტნიორო ფონდი - პრეს რელიზი, 04.07.2019
Econews - სტატია, 04.07.2019
Business Media Georgia - სტატია, 04.07.2019
The Messenger - სტატია, 05.07.2019


ადგილი:

Tbilisi

1166