Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური კომპანიები

თარიღი:

28/05/2019


იტალიური კომპანიები

«ჩვენი კომპანია დაფუძნდა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, რასაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ვახორციელებთ. ჩვენთვის უაღრესად სასიხარულოა, რომ შევძელით გამოფენის "IMMAGICA" განხორციელებაში წვლილი ჩვენი ოცწლიანი გამოცდილებისა და ტექნოლოგიების სახით შეგვეტანა", - ამბობს კომპანია Centrica-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკო კაპელინი, - "გვჯერა, რომ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგი ამ გამოფენას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და ღირებულებას შესძენს და ამას დამთვალიერებლის თვალებში დავინახავთ".

"IMMAGICA" ჩვენი საქმიანობის იმ მიმართულებას განეკუთვნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გამოფენების შეთავაზებას", - აღნიშნავს კომპანია Cose Belle d’Italia Media Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორის რენატო საპორიტო, - "ყველა ჩვენი პროექტის უმთავრესი იდეა ინოვაციების, ცოდნის, ემოციებისა და მეცნიერული სიზუსტის შერწყმაა. შთაბეჭდილება, რომელსაც სამი მოწინავე იტალიური კომპანიის თანამშრომლობით შექმნილი გამოფენის ნახვით მიიღებთ, კიდევ უფრო მძაფრი და უნიკალური გახდება".

"დიდი ხანია, რაც ჩვენი კომპანია ინოვაციური დიზაინის, სთორითელინგისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით იმერსიული გამოფენების შექმნაზე მუშაობს", - განმარტავს კომპანია ETT-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯო ჯენტა, - "მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანია ამ გამოფენის შექმნა-განხორციელებაში ჩართული იყო, ვინაიდან სწორედ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის წყალობით ხდება შესაძლებელი ფართომასშტაბური და წარმატებული პროექტების განხორციელება".


cose belle ditalia


ადგილი:

Tbilisi

1160