ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

63 თვის სასწავლო სტიპენდია 2019-2020 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2019 წლის 12 ივნისამდე

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია განათლების, მეცნიერებისა და კვლევების კუთხით? თქვენს განკარგულებაშია იტალიის 61 საჯარო და 30 კერძო უნივერსიტეტის, 130-ზე მეტი ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტისა (AFAM) და უამრავი კვლევითი ცენტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 339 ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი.

იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

  • სამაგისტრო პროგრამები;
  • AFAM-ს კურსები;
  • დოქტორანტურა;
  • პროექტები თანახელმძღვანელობით;
  • კურსები იტალიურ ენასა და კულტურაში (სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტში იტალიური ენის კურსზე).

2019-2020 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიის ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი მიღება შესაძლებელია 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე (სტიპენდიის განახლების შემთხვევაში: 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე).

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2019 წლის 12 ივნისის 14:00 საათამდე იტალიის დროით (2019 წლის 12 ივნისის 16:00 საათამდე საქართველოს დროით).

აღნიშნულ პორტალზე განთავსებულია როგორც განაცხადის წარდგენის პირობები, ასევე, უცხოელი სტუდენტებისთვის ყველა სასარგებლო ინფორმაცია.
პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.
იტალიურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ.

დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართებზე:

  • პორტალზე განაცხადის ატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში: borsedistudio@esteri.it (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიური სისტემის პოპულარიზაციის მთავარი დეპარტამენტი, VII სამმართველო – იტალიური ენისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია და სასწავლო სტიპენდიები);
  • სხვა საკითხებზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ და ინგლისურ ენებზე).

წარმატებებს გისურვებთ!