ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

არქეოლოგია სკოლაში: გავეცნოთ იტალიური არქეოლოგიური მისიების საქმიანობას სახალისო თამაშებისა და კომიქსის მეშვეობით

ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს დედაქალაქის 11 სკოლაში ხორციელდება პროექტი „არქეოლოგია სკოლაში”, რომელიც მიზნად ისახავს, ბავშვებს და მოზარდებს გააცნოს არქეოლოგიის პროფესია და არქეოლოგიური გათხრების ადგილები, სადაც იტალიელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.
სწავლა თამაშ-თამაშით? დიახ, ეს შესაძლებელია! სამაგიდო თამაშების მეშვეობით, რომლებიც წარსულის მკვლევარების ისტორიებთან, ტერმინებთან და საგნებთანაა დაკავშირებული. ანდა, კომიქსის დახმარებით, რომელიც ჯეკისა და მისი მეძებარი ძაღლის, მატრიქსის ამბებს მოგვითხრობს. ასევე, საელჩოს დაფინანსებით შექმნილი ანიმაციური ფილმის მეშვეობით, რომლის ორი მთავარი გმირი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოში განხორციელებული იტალიური არქეოლოგიური მისიების შესახებ გვიამბობს. ანიმაციური ფილმის სანახავად დააჭირეთ აქ.
ინიციატივა ხორციელდება პარტნიორების, კულტურული ასოციაცია Ikarus-ის, ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების დახმარებით.

იტალიური არქეოლოგიური მისიების საქმიანობას, რომელიც საქართველოში ხორციელდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის დაფინანსებით, გაეცანით აქ.

archeologia 1