იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. ამჯერადაც იტალიურმა სტენდმა, სპონსორების, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი: ყავა, შოკოლადი, ღვინო და ყველი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, კოსმეტიკა, სამკაულები და აქსესუარები. პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება IWA-ს ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.
ჩვენი გულითადი მადლობა კომპანიებს: Ferrero (იტალია), IP Media, GB Tech, მეღვინეობა ხარება, Aleksandre by Barcelona (Cam), ეი ჯი (Coincasa), A.M.P.-საქართველო (Carpisa), არგო (Barilla), აქსისი (Prenatal), ბაკარა, ბადაგონი, BB-კომპანია (Illy), დოლჩი დი პარადისო, დომუსი, გაგრა, გაგრა+ (ბონასერა), ჯეოკოპი, გოჩა ღაღაშვილი, ჯითექსი (OVS), ICR-პომოდორისიმო, კენარი, ლაქტალის-ჯორჯია (Galbani), ლუტეცია, ნატალი ჯგუფი, ახალი ყავის კომპანია (Lavazza), ახალი ნათება, Natura Tea Company, პრიმალინეა (Bioline Jatò), რონიკო, SLS (Yamamay), ტევრი (Calzedonia, Intimissimi).