Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სასწავლო სტიპენდიები იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე სწავლის მსურველთათვის

თარიღი:

13/12/2018


სასწავლო სტიპენდიები იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე სწავლის მსურველთათვის

ქ. არეცოს იტალიური კულტურის სკოლა, ASILS-ის (იტალიური ენის, როგორც მეორე ენის სწავლების სკოლების ასოციაცია) და Eduitalia-სა (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პატრონაჟის მქონე, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ასოციაცია) წევრი, რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის სფეროში, იტალიური ენის შემსწავლელებს 2019 წლისთვის შემდეგ სასწავლო სტიპენდიებს სთავაზობს:

  • 1 სტიპენდია 100%-ანი დაფინანსებით, იტალიური ენის 1 ან 2 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად (და 1 სტიპენდია 30%-ანი დაფინანსებით ამ კურსის 1 ან 2 კვირით გასაგრძელებლად);
  • 2 სტიპენდია 40%-ანი დაფინანსებით იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად;
  • 3 სტიპენდია 30%-ანი დაფინანსებით იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად.

აღნიშნული სტიპენდია არ მოიცავს საცხოვრებლის ხარჯს. საცხოვრებელთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:

ენის კურსებთან ერთად, შესაძლებელია იტალიური სამზარეულოს, მუსიკის და ვოკალის, საოქრომჭედლო, ქანდაკებისა და ხელოვნების ისტორიის გაკვეთილების შერჩევა.

განაცხადის წარდგენა ხდება თბილისში იტალიის საელჩოს ელ. ფოსტის მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 მარტი.


ადგილი:

Tbilisi

1107