Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სწავლის შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის: ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიები

თარიღი:

13/11/2018


სწავლის შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის: ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიები

აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი, მიგელ ერნანდესის სახელობის ელჩეს უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკასთან (გერმანია) თანამშრომლობით, 2019/2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე ფარმაციისა და კოსმეტოლოგიის დარგში (ინგლისურ ენაზე).
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ერაზმუს მუნდუსის ფარგლებში და ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12 სასწავლო სტიპენდიას, რაც მოიცავს სწავლის საფასურსა და საკუთრივ სტიპენდიას თვიური 1000 ევროს ოდენობით ორწლიანი სამაგისტრო კურსის განმავლობაში.
შესაძლებელია კურსზე ჩარიცხვა სტიპენდიის მოთხოვნის გარეშე.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


universita piemonte


ადგილი:

Tbilisi

1096