Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები თბილისის საგამოფენო ცენტრის იტალიურ პავილიონში

თარიღი:

21/11/2018


სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები თბილისის საგამოფენო ცენტრის იტალიურ პავილიონში

იტალია, როგორც საქართველოს პარტნიორი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოდერნიზაციის საქმეში, წარმოდგენილია თბილისში გამართულ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენაზე. გამოფენის გახსნაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან ერთად, იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი სიტყვით გამოვიდა: "იტალიური სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგის საერთო ღირებულება 11 მილიარდ ევროს აღემატება, რომლის ორი მესამედი სწორედ ექსპორტის დამსახურებაა. ტექნოლოგიები და პროდუქციის უნივერსალურობა ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორებია", - აღნიშნა ელჩმა ბარტოლიმ.

გამოფენაში მონაწილეობს თხუთმეტამდე იტალიური კომპანია, რომლის პროდუქცია ბაზრის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ეს ნაწარმია: მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები, თხილის გადამამუშავებელი ტექნიკა, სეტყვის საწინააღმდეგო, გაგრილებისა და სასათბურო სისტემები, ტრაქტორები, კომბაინები და სათესი მანქანები. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა იტალიური პავილიონი, რომელიც კომპანია "Agrotecnica"-ს ხელშეწყობით მოეწყო. ეს წამყვანი კომპანიაა საუკეთესო იტალიური სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების პოპულარიზაციისა და გაყიდვების კუთხით. "სასოფლო-სამეურნეო დანადგარების წარმოება ჩვენი მშპ-ს 11 პროცენტს შეადგენს", - განმარტა ელჩმა ბარტოლიმ, - "ჩემთვის ამ გამოფენის გახსნა ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან ის იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის აღნიშვნას ემთხვევა. კვირეული, გასული წლების მსგავსად, გთავაზობთ უამრავ საინტერესო ღონისძიებასა და ასევე, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) მიერ განხორციელებულ ახალ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური სასურსათო ნაწარმის პოპულარიზაციას. კამპანიაში ჩართულია ადგილობრივი რესტორნები, სუპერმარკეტების ქსელები და სადისტრიბუციო კომპანიები. იტალიას შეუძლია საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, როგორც ეს მოხდება გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის ფარგლებში. სერტიფიცირებული ნაწარმის მრავალრიცხოვნებით, ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია".


agro 3


ადგილი:

Tbilisi

1100