ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები

2018 წლის 4 ოქტომბრის საკანონდებლო დეკრეტის N.113, მე -14 მუხლის (იხ. დანართი) თანახმად ა. წ. 5 ოქტომბერს იტალიის მოქალაქეობის შესახებ კანონში ( n. 91, 05/02/92, n. 91) შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შეეხო, აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისთვის, უკვე, წარმოებაში მიცემულ მოქალაქეობის ყველა საქმეს.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ცვლილება:

– გაუქმდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქორწინებით იტალიის მოქალაქეობის მოთხოვნის საკითხზე არ ქონდა უარის თქმის უფლებამოსილება, თუ იგივე განაცხადის მიღებიდან გასული იყო ორი წელი. აღინიშნა, რომ უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული უფლებამოსილება (n 91/1992 წლის კანონის მე-8 მუხლი);
– მე-9 bis მუხლი -200,00 (ორასი,00) ევროს ოდენობის გადასახადი. მოქალაქეობის მოთხოვნის გადასახადი შეიცვალა და ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან (2018 წლის 5 ოქტომბრიდან) გახდა 250,00 (ორასორმოცდაათი,00) ევრო;
– მე-9 bis მუხლის შემდეგ მოხდა მე-9ter მუხლის დამატება, რომელიც ზრდის საქმის წარმოების ვადებს (მე-5 და მე-9 მუხლი), მოქალაქეობის მოთხოვნის/განაცხადის წარდგენის დღიდან 48 (ორმოცდარვა) თვემდე.