Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე)

თარიღი:

21/08/2018


იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი

გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია
იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე

კურსის "Kratos"-ის 33 კურსანტისთვის

23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის "Kratos"-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე


6


ადგილი:

Tbilisi

1073