Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კომპანია Azimut-Benetti საქართველოშია

თარიღი:

01/08/2018


კომპანია Azimut-Benetti საქართველოშია

საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი იტალიური კომპანია შემოვიდა: 31 ივლისს ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენციმ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი კლასის იახტებისა და მეგაიახტების მწარმოებელი კომპანია "Azimut-Benetti"-ის ქართული ფილიალის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი ფრანჩესკო ბორომეი ესწრებოდა. "ეს ცხოვრების იტალიური სტილის - ტრადიციისა და ინოვაციის, სტილისა და ტექნოლოგიის, ხელოსნობისა და მეწარმეობის შერწყმის შესანიშნავი მაგალითია, საქართველოში იტალიური ნაწარმის პოპულარიზაციის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ უზარმაზარი პოტენციალის მქონე დარგის განვითარებას საქართველოში, ზღვასთან ისტორიულად დაკავშირებულ ქვეყანაში".

თბილისის იატხკლუბში გამართულ ღონისძიებაზე იტალიური კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა გიორგი ჩიკვაიძემ საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად ბათუმის საზღვაო სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, საზღვაო განათლება კომპანია "Azimut"-ის იტალიურ ფილიალებში მიიღონ.


ადგილი:

Tbilisi

1071