Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ივნისი - ინიციატივა, რომელიც მიზნად იტალიური ნაწარმის პოპულარიზაციას ისახავს

თარიღი:

04/06/2018


იტალიური ივნისი - ინიციატივა, რომელიც მიზნად იტალიური ნაწარმის პოპულარიზაციას ისახავს

საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE) ერთობლივი ინიციატივა „იტალიური ივნისი", რომელიც იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება, მიზნად იტალიური ნაწარმის (Made in Italy) საქართველოში პოპულარიზაციას ისახავს.

ინიციატივაში მონაწილეობს სხვადასხვა სექტორებთან (მოდასთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან, პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, ოპტიკასა და სხვ.) დაკავშირებული 100-ზე მეტი ადგილობრივი სავაჭრო ობიექტი და 40-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორი. სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე www.italiuriivnisi.ge თქვენ ნახავთ ინიციატივაში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალს, მათ მიერ შეთავაზებულ აქციებსა და ფასდაკლებებს, ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების დეტალები კი თავმოყრილია ფეისბუქ-გვერდზე "MadeInITALYinGeorgia". ინიციატივის ლოგოს, რომელიც წარმოადგენს შტრიხ-კოდს წარწერით "დამზადებულია იტალიაში", იხილავთ საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსებულ მონიტორებზე, ბანერებზე და, ასევე, ინიციატივაში ჩართული მაღაზიების ვიტრინებზე.

"იტალიური ნაწარმი ხარისხის, კრეატიულობის, სილამაზისა და სანდოობის სინონიმია, ტრადიციებისა და ინოვაციების ნაზავი და იტალიური ცხოვრების წესის (Vivere ALL'italiana) მთავარი შემადგენელი ნაწილია. დიახ, ჩვენ ვამზადებთ და ვყიდით ტანსაცმელს, მანქანა-დანადგარებსა და ავეჯს, მაგრამ ჩვენი უმთავრესი სურვილია, მთელ მსოფლიოს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და იტალიური ცხოვრების წესი უკეთ გავაცნოთ. იტალიაშია შექმნილი ტიციანის შედევრიც "მადონა ყრმით", რენესანსის დიდოსტატების გრაფიკული ნამუშევრებიც და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც, რომლებიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. ჩვენი პროდუქცია ამავე ნიჭისა და ცოდნის გამოხატულებაა", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

პრესკონფერენციაზე, რომელიც ინიციატივის პრეზენტაციას მიეძღვნა, მონაწილეობა მიიღო სააგენტო ICE-ს დირექტორმა მაურიციო ფერიმ და ასოციაცია Federmoda-ს (რომელიც მოდის სფეროში მომუშავე 25000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს) დირექტორმა ანტონიო ფრანჩესკინიმ. მოდის ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება რვა იტალიელი დიზაინერის ტანისამოსი, სწორედ ამ ინიციატივისა და იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღმნიშვნელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.


სტატიები და სიუჟეტები:

News Day - სტატია, 31.05.2018

Geotimes - სტატია (I), 01.06.2018

ტვ იბერია - სიუჟეტი (I), 04.06.2018

ტვ იბერია - სიუჟეტი (II), 04.06.2018

Agenda.Ge - სტატია, 04.06.2018

Businesstime - სტატია, 04.06.2018

Geotimes - სტატია (II), 04.06.2018

CNA Federmoda - სტატია, 04.06.2018

ტვ მაესტრო - სიუჟეტი, 05.06.2018

ტვ პირველი - სიუჟეტი, 06.06.2018

AISE - სტატია, 07.06.2018

ტვ რუსთავი 2 - სიუჟეტი, 08.06.2018

Financial - სტატია, 11.06.2018

Glossy - ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 06.2018


ადგილი:

Tbilisi

1063