ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დიდი იტალიური ხელოვნება საქართველოში. მაისიდან ოქტომბრამდე ეროვნულ გალერეაში გელით ოთხი ახალი გამოფენა: ტიციანი, რენესანსი, ბაროკო, თანამედროვე კრეატიულობა

დიდი იტალიური ხელოვნება ისევ თბილისშია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად. გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, სხვადასხვა ინსტიტუციისა და პროგრამა Check In Georgia-ს მხარდაჭერით. ბოტიჩელის, კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემდეგ, ამჯერად თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარს იხილავთ.

აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე – ოთხი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გაიმართება, ქართველი მნახველისა და დედაქალაქის სტუმრების ყურადღებას მიიპყრობს. გამოფენები გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11).

„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით” (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

“ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”)

tiziano madonna albertini
ტიციანი, “ღვთისმშობელი ყრმით” (დაახლ. 1560წ.)


„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები” (25.05.2018 – 26.08.2018)
ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გამოფენა იმართება კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები
ტურინის სამეფო ბიბლიოთეკა
ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კოლექციებში დაცული იტალიური რენესანსის ეპოქის გრაფიკული ნამუშევრები

piero di cosimo testa di vecchio

პიერო დი კოზიმო “მოხუცი მამაკაცის თავი” (XVI საუკუნის დასაწყისი)


“Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018)
გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

1948 – 2018. თვრამეტი იტალიელი ხელოვანი
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

1 michelangelo pistoletto two less one

მიქელანჯელო პისტოლეტო, Two Less One (2009წ.)



„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო” (03.09.2018 – 29.10.2018)
– თემატური გამოფენა, რომლის მეშვეობით ამჯერად რომში გადავინაცვლებთ. გამოფენაზე წარმოდგენილი ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტის მქონეა იტალიური და, განსაკუთრებით, რომაული ბაროკოს შესწავლის კუთხით.

gian lorenzo bernini autoritratto 1623

ჯან ლორენცო ბერნინი, ავტოპორტრეტი (1623წ.)

“როგორც ნამდვილ მეგობრებს სჩვევიათ, ჩვენც გვინდა ქართველ ხალხს ჩვენი საუნჯე გავაცნოთ და გავუზიაროთ”, – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, – “სლოგანი “Vivere all’italiana” (“იტალიური ცხოვრების წესი”) ნიშნავს, რომ იტალია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა – ეს სილამაზისგან, გემოვნებისა და კრეატიულობისგან შემდგარი ცხოვრების სტილია. ჩვენ ძალიან გგავართ. საქართველოსაც ძველთაუძველესი ისტორია და უამრავი სამომავლო გეგმა აქვს. მადლობას ვუხდი ქართულ ინსტიტუციებსა და ეროვნულ მუზეუმს და, რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ ეს უდიდესი შედევრები, რომლებიც უნივერსალური ღირებულებების გამოხატულებაა, ბევრი ქართველი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა”.

“იტალიური ხელოვნება საქართველოში” იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana“, ქართული მხრიდან – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაCheck-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორიაა: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

სტატიები და სიუჟეტები:

ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 14.05.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 14.05.2018
ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 14.05.2018
ტვ იმედი – სიუჟეტი, 14.05.2018
რადიო ფორტუნა – სტატია (I), 14.05.2018
ლიბერალი – სტატია, 14.05.2018
OK Magazine – სტატია, 14.05.2018
ჯორჯიან თაიმსი – სტატია, 14.05.2018
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო – პრეს რელიზი, 15.05.2018
ნეტგაზეთი – სტატია (I), 15.05.2018
Imedinews – სტატია, 15.05.2018

ინტერპრესნიუსი – სტატია (I), 15.05.2018
On.Ge – სტატია, 15.05.2018
Primetime – სტატია, 15.05.2018
Sputnik-Georgia – სტატია, 15.05.2018
კვირა – სტატია (I), 15.05.2018
ტვ პირველი – ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 15.05.2018 
PIA.Ge – სტატია (I), 15.05.2018
News.Ge – სტატია, 15.05.2018
Georgian Journal – სტატია, 15.05.2018
Caucasus Business Week – სტატია, 15.05.2018
The Messenger – სტატია, 15.05.2018
კვირა – სტატია, 16.05.2018
კომერსანტი – სტატია (I), 23.05.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 24.05.2018
ტვ იმედი – სიუჟეტი, 24.05.2018
ქალაქ თბილისის მერია – პრეს რელიზი, 24.05.2018
რადიო ფორტუნა – სტატია (II), 24.05.2018
ინტერპრესნიუსი – სტატია (II), 24.05.2018
ტვ იმედი – სიუჟეტი, 25.05.2018
Ipress – სტატია, 25.05.2018
PIA.Ge – სტატია (II), 25.05.2018
GHN – სტატია, 25.05.2018
ინფო9 – სტატია, 25.05.2018
Georgia Today – სტატია, 25.05.2018
Business Media Georgia – სტატია, 25.05.2018
კომერსანტი – სტატია (II), 25.05.2018
ნეტგაზეთი – სტატია (II), 25.05.2018
Hestetika – სტატია, 25.05.2018
The Messenger – სტატია (II), 28.05.2018
რადიო 1 არხი – გადაცემა “ფერთამეტყველება” (I), 19.05.2018
რადიო 1 არხი – გადაცემა “ფერთამეტყველება” (II), 19.05.2018
რადიო 1 არხი – გადაცემა “ფერთამეტყველება” (III), 19.05.2018