Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე 2018

თარიღი:

04/05/2018


მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე 2018

ჩვენი საელჩო, საკუთარი სტენდით, წელსაც მონაწილეობს ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც გაიმართება 5 მაისს, 12:00-საათიდან 17:00 საათამდე რიყის პარკში მოწყობილ "ევროსოფელში".

ღონისძიებაზე თქვენ გელით პრეზენტაცია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი იტალიის ძეგლების შესახებ (იტალია ამ ნუსხაში მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზეა!). საელჩოს თანამშრომლები სტუმრებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ჩვენი კულტურული საქმიანობის, იტალიაში სწავლის შესაძლებლობებისა და ტურიზმის შესახებ. ჩვენს სტენდთან ბავშვებს და მოზარდებს ელით ხატვისა და ძერწვის ღია გაკვეთილები, რომლებსაც ჩვენი მეგობრები, "დანტე ალიგიერი საზოგადოება - თბილისის კომიტეტის" თანამშრომლები ჩაატარებენ, სცენაზე კი იტალიური სკოლა "ცისკარის" მოსწავლეები ტრადიციულ იტალიურ სიმღერებსა და ცეკვებს შეასრულებენ.

გელოდებით შაბათს, 5 მაისს, რიყის პარკში. მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!


ადგილი:

Tbilisi

1047