Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მიქელანჯელოს, ფლორენციელი გენიოსის მიერ შექმნილი სახეები და ფიგურები

თარიღი:

06/04/2018


მიქელანჯელოს, ფლორენციელი გენიოსის მიერ შექმნილი სახეები და ფიგურები

კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება, რომელიც იტალიის საელჩომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად შემოგთავაზათ: ორი თვის განმავლობაში ქართველ დამთვალიერებელსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ მიქელანჯელოს ექვსი ჩანახატი, რომლებიც დაცულია ქ. ფლორენციის მუზეუმში „კაზა ბუონაროტი". ამ მუზეუმში, სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიის ნიმუშების გარდა, მიქელანჯელოს ჩანახატებისა და ხელნაწერების უმდიდრესი კოლექცია ინახება. სიქსტეს კაპელას ჭერისა და კედლის ფრესკისთვის „უკანასკნელი სამსჯავრო" შექმნილი ესკიზები საქართველოში პირველად გამოიფინა.

შარშან გამართული გამოფენის "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" მსგავსად, მიქელანჯელოს ჩანახატების ექსპოზიციასაც დიდი წარმატება ხვდა წილად: გამოფენა 22 ათასამდე მნახველმა დაათვალიერა, ჩატარდა ტურები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, გაიმართა ფილმის „სიქსტეს კაპელა. მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად" ჩვენება, სხვადასხვა ვიქტორინები და რენესანსის ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ლექციები.

გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა. გრაფიკული ნამუშევრები" დაიხურა, მაგრამ თქვენ გელით შეხვედრა სხვა იტალიელი გენიოსების შედევრებთან: იტალიური ხელოვნების აღმოსაჩენად, ჩვენი საელჩო წელს კიდევ უამრავ სიურპრიზს გიმზადებთ.


cover saelcho


ადგილი:

Tbilisi

1041