Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ფლაიანოს სახელობის საერთაშორისო პრემია

თარიღი:

06/03/2018


ფლაიანოს სახელობის საერთაშორისო პრემია

ფლაიანოს სახელობის 45-ე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, 2018 წელს გაიცემა მე-17 საერთაშორისო პრემია იტალიანისტიკასა და იტალიურ კულტურაში. პრემიას გასცემს ენიო ფლაიანოს სახელობის კულტურული ასოციაცია და დ'ანუნციოს შემოქმედების შემსწავლელი ეროვნული ცენტრი, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

დაჯილდოვდება იტალიურ კულტურაზე შექმნილი და 03.2017-03.2018 პერიოდში იტალიურ ან უცხო ენაზე გამოქვეყნებული ნამუშევრების სამი ავტორი.

ნაწარმოებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტისა საქართველოში იტალიის საელჩოში.

კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1027