Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ახალი ვებპორტალი Study in Italy

თარიღი:

29/03/2018


ახალი ვებპორტალი Study in Italy

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, მაგრამ ჯერ არ შეგირჩევიათ უნივერსიტეტი თუ სასწავლო კურსი? საგანმანათლებლო პროგრამის მოძიებაში დაგეხმარებათ უცხოელი სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი ვებპორტალი Study in Italy. აქ თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია იტალიის უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ, იტალიის მთავრობის მიერ შეთავაზებული სტიპენდიების მისაღებად კანდიდატურების წარდგენის პირობები, უმაღლეს სასწავლებლებში წინასწარი ჩარიცხვის პროცედურები და იტალიაში ცხოვრების უკეთ წარმართვისთვის სასარგებლო რჩევები.

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ შექმნილი ვებპორტალი, რომელიც ხელმისაწვდომია იტალიურ და ინგლისურ ენებზე, იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ვებგვერდებთან www.studiare-in-italia.it/studentistranieri/ და www.universitaly.it ერთად, მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას იტალიის უნივერსიტეტებისა და ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტების (AFAM) კურსებზე რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.

წარმატებებს გისურვებთ!


ადგილი:

Tbilisi

1037