Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად

თარიღი:

05/03/2018


კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და კულტურის ინსტიტუტების გენერალურმა დირექციამ გამოაცხადა კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად უცხოეთში იტალიური ენისა და კულტურის ხელშეწყობის ფონდის მეშვეობით.

გაიცემა 10 პრემია (თითოეულის ოდენობა 9.500 ევროს შეადგენს) შემდეგი ნაწარმოებებისა და ნაშრომების იტალიური ენიდან უცხო ენაზე და უცხო ენიდან იტალიურ ენაზე თარგმანისათვის:

  • პროზისა და პოეზიის ნიმუშები;
  • ლიტერატურული ან ხელოვნების კრიტიკა, ესეისტიკა და სამეცნიერო კვლევა;
  • კინემატოგრაფიული ან თეატრალური სცენარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ცალკეულ მთარგმნელებს, გამომცემლობებს, კინო- და თეატრალურ სტუდიებს.

განაცხადის წარდგენის ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

კანდიდატებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: Ministero dei Beni e delle Attività Culturali e del Turismo - Direzione Generale Biblioteche e Istituti culturali, Via Michele Mercati 4, 00197 Roma, Italia.

სათარგმნი ნაწარმოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2018 წლის 13 თებერვლამდე. განაცხადების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება ნაწარმოებებს, რომლებიც უკავშირდება ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ან დიდი ხელოვანის გარდაცვალების 500 წლისთავს.

დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
განაცხადის სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1024