Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მილანის ლა სკალას თეატრის აკადემია

თარიღი:

23/02/2018


მილანის ლა სკალას თეატრის აკადემია

დაწყებულია საბუთების მიღება კონკურსში მონაწილეობისათვის მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიის ვოკალისტების დახელოვნების ორწლიან (2018-2020წწ.) კურსზე ჩასარიცხად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1988 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ და სახელმწიფო კონსერვატორიისა ან მასთან გათანაბრებული მუსიკალური სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მქონე ახალგაზრდა ვოკალისტებს.

კონკურსში გამარჯვებული და სასწავლო კურსზე დაშვებული უცხოელი მომღერლებისათვის იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გამოყოფილია 11 სასწავლო სტიპენდია (თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 9 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს).

ონლაინ მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 6 მარტი. მოთხოვნის წარსადგენად აუცილებელია ონლაინ დარეგისტრირება (რეგისტრაცია უფასოა).

დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

accademia alla scala logo


ადგილი:

Tbilisi

1021