Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

თარიღი:

24/01/2018


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენი საელჩო, იტალიურ სკოლა "ცისკართან" თანამშრომლობით, 26 იანვარს გამართავს რობერტო ფაენცას ფილმის "ანიტა ბ" ჩვენებას, რომელიც გადაღებულია ედიტ ბრუკის რომანის "ცაში რამდენი ვარსკვლავია" მიხედვით. ეს არ გახლავთ კიდევ ერთი კინოფილმი ჰოლოკოსტზე, ეს არის ფილმი ხსოვნის როლსა და მნიშვნელობაზე: თექვსმეტი წლის გოგონას ისტორია, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებას გადაურჩა და ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, გვასწავლის, რომ შესაძლებელია ყველაფერი თავიდან დაიწყო, მაგრამ წარსული არასდროს დაივიწყო.


anita b 1


ადგილი:

Tbilisi

1009