Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პროგრამა "ერაზმუს მუნდუსის" სასწავლო სტიპენდიები

თარიღი:

08/01/2018


პროგრამა

ევროპულ

ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსი ჩართულია პროგრამაში "Erasmus + Erasmus Mundus Joint Master Degrees", რომელიც გასცემს სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. ევროპული და არაევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და აკადემიური ხარისხის ამაღლებას.

კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით იცვლება. ორწლიანი პერიოდის დასრულების შემდგომ, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს კონსორციუმის წევრი იმ უნივერსიტეტების მიერ გაცემული ორი ან სამი დიპლომი, სადაც მან, სულ მცირე, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლა.

სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლები, დიპლომი ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამის შესაბამის დისციპლინებში (ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ენები). გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისური ენისა და შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლების ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე.

სწავლის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამის ვებგვერდზე.


ადგილი:

Tbilisi

1006