Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გამოფენის "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" უპრეცედენტო წარმატება

თარიღი:

06/12/2017


გამოფენის

ბოტიჩელის "ვენერა", რომელმაც ქართველი და უცხოელი მნახველის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, თბილისში 15 დეკემბრამდე დარჩება, შემდეგ კი შინ, ტურინის საბაუდას გალერეაში დაბრუნდება.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენას "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" უზარმაზარი, უპრეცედენტო წარმატება ხვდა წილად.

55 ათასი მნახველი (ყოველდღიურად 1150-მდე სტუმარი!), ტურისტების ნაკადი და დიდი ინტერესი ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების მხრიდან: სკოლებისთვის ორგანიზებული 107 ტური, 26 ათასამდე მოსწავლე და სტუდენტი, 27 სპეციალური პროგრამა (კონცერტები, ხატვის გაკვეთილები, ვიქტორინები და სხვ.). უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს მთავრობის პროექტთან Check-in-Georgia, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და ეროვნული მუზეუმთან. კარავაჯოს გამოფენა სამშობლოში გაემგზავრა, მაგრამ ბოტიჩელის "ვენერა" კიდევ რამოდენიმე დღით თბილისში რჩება. ვისაც არ გინახავთ, იჩქარეთ!


ადგილი:

Tbilisi

999