ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

კომპანია “Visa Management Service Georgia” – სთან თანამშრომლობის შეწყვეტა

2018 წლის 1 იანვრიდან საელჩო აღარ ისარგებლებს იტალიაში შესასვლელ ვიზების გაცემასთან დაკავშირებით კომპანია “Visa management service Georgia”-ს (მისამართი: რუსთაველის გამზირი N27, თბილისი) მომსახურებით.
2018 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდება თბილისში იტალიის საელჩოში შეხვედრის მოთხოვნა, მხოლოდ ვიზის განაცხადისთვის, ონლაინ მომსახურების მეშვეობით – „ონლაინ დაჯავშნა“.
მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის მომხმარებელი პირველად უნდა დარეგისტრირდეს პირადი მონაცემებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით.
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დასტურს და შეძლებს „ონლაინ დაჯავშნის“ სისტემასთან დაკავშირებას.