ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური სტენდი ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი საელჩოს მონაწილეობა საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც წელს ჩატარდება შაბათს, 2 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“.
ჩვენი სტენდი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო შეგროვებული თანხების თვალსაზრისით. წელსაც თქვენ გელით სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება IWA-ს ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.
ჩვენ დაგახვედრებთ საუკეთესო იტალიური ბრენდების პროდუქციას, სხვადასხვა ნუგბარსა და უამრავ სიუპრიზს, გარდა ამისა, ჩვენს სტენდთან შეძლებთ დაესწროთ და მონაწილეობა მიიღოთ საშობაო ტკბილეულის მოხატვის მასტერკლასში. გელით ყველას!

ჩვენი გულითადი მადლობა კომპანიებს: აგრიჯორჯია (Ferrero-იტალია), ალიანსი-საქართველო (Ferrero, ფურნე), IP Media, GB Tech, გაგრა+ (ბონასერა), Natura Tea Company, ვიქტორია 98, Aleksandre by Barcelona, ეი ჯი (Coincasa), A.M.P.-საქართველო (Carpisa), არგო (Barilla), აქსისი (Prenatal), ბადაგონი, BB-კომპანია (Illy), ჯეოკოპი, ჯორჯიტა, გოჩა ღაღაშვილი, ჯითექსი (OVS), ICR-პომოდორისიმო, ილიონი, ჯეი ეფ ჯორჯია, კენარი, ლაქტალის-ჯორჯია (Galbani), ლუტეცია, ნატალი ჯგუფი, ახალი ყავის კომპანია (Lavazza), ახალი ნათება, პრიმალინეა (Bioline Jatò), რონიკო, SLS (Yamamay), ტევრი (Calzedonia, Intimissimi).

winter fair 2017 piccola