ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სკარლატის პრემია თბილისის პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსზე

მუსიკალური ცხოვრების თერთმეტი დაძაბული დღე და ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საშემსრულებლო ოსტატობა წარუდგინეს მსმენელსა და ცნობილი მუსიკოსებისაგან შემდგარ ჟიურის, რომელთა შორის იტალიელი პიანისტი კარლო გუაიტოლიც გახლდათ.
ოცწლიანი ისტორიის მქონე თბილისის პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსის დასასრულს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
ჩვენმა საელჩომ საკუთარი წვლილი ამ პრესტიჟული კონკურსის გამართვაშიც შეიტანა და ახალგაზრდა ჩინელი პიანისტი ტიან უი ლი სკარლატის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

pianista