ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

შეხვედრა პრეზიდენტ მატარელას და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის

2017 წლის 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ კვირინალეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღო, რომელიც ქ. რომში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტი მარგველაშვილის საპატივცემულოდ, კვირინალეს სასახლის ისტორიულ ეზოში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გაიმართა სახელმწიფო მეთაურების პირისპირ შეხვედრა, რომელსაც მოგვიანებით შესაბამისი ოფიციალური დელეგაციები შეუერთდნენ.

შეხვედრისა და ოფიციალური სადილის თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს: ჰარმონიულ პოლიტიკურ ურთიერთობას, მრავალრიცხოვან შესაძლებლობებს ეკონომიკის დარგში, საერთო კულტურულ ღირებულებებს, კავშირების გაღრმავებას უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის. პრეზიდენტმა მატარელამ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარ და მუდმივ მხარდაჭერას იტალიის მხრიდან.

თბილი და გულითადი შეხვედრის დასასრულს, პრეზიდენტმა მარგევლაშვილმა პრეზიდენტი მატარელა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.