Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გამოფენა "ისწავლე იტალიაში"

თარიღი:

16/10/2017


გამოფენა

22 ოქტომბერს, 14:00სთ-დან 18:00სთ-მდე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"-ში, თბილისში პირველად გაიმართება გამოფენა "ისწავლე იტალიაში", სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტები და ხელოვნებისა და მუსიკის ინსტიტუტები.
გამოფენა ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში და მისი მიზანია, ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ იტალიაში, მაგრამ ჯერ არ შეურჩევიათ სასწავლო კურსი თუ უნივერსიტეტი, გააცნოს სწავლის შესაძლებლობები და საგანმანათლებლო პროგრამები.
აქ, თბილისში წარმოდგენილი იქნება ისეთი სახელგანთქმული და პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები, როგორიცაა: ვენეციის უნივერსიტეტი კა' ფოსკარი, სიენის უნივერსიტეტი, პავიის უნივერსიტეტი, რომის "საკრო კუორეს" კათოლიკური უნივერსიტეტი, რომის უნივერსიტეტი "ტორ ვერგატა", ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტი, ვენეციის არქიტექტურის უნივერსიტეტი (Iuav), მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომის ხელოვნების უნივერსიტეტი (RUFA), მარანგონის უნივერსიტეტი, "პოლიმოდა" და მრავალი სხვა.


ადგილი:

Tbilisi

987