Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ქართველი რეჟისორისა და იტალიელი მსახიობების მიერ დანახული იტალიელი გენიოსი, ლუიჯი პირანდელო

თარიღი:

19/09/2017


ქართველი რეჟისორისა და იტალიელი მსახიობების მიერ დანახული იტალიელი გენიოსი, ლუიჯი პირანდელო

იტალიის საელჩო საქართველოში მონაწილეობას იღებს თბილისის მეცხრე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში და 25 და 26 სექტემბერს წარმოგიდგენთ სპექტაკლს "კუ", რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძისა და ემილია რომანიას თეატრალური ფონდის ERT-ს ერთობლივი ნამუშევარია.
ქართული თეატრის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურად აღიარებული რეჟისორი, 2015 წელს იტალიელ და ქართველ მსახიობებთან ერთად დადგმული გოგოლის სპექტაკლის "შეშლილის წერილების" დიდი წარმატების შემდეგ, გვთავაზობს იტალიელი დრამატურგის, მწერლისა და პოეტის, ლიტერატურის დარგში 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუიჯი პირანდელოს 1936 წელს გამოქვეყნებული ნოველის თეატრალურ ინტერპრეტაციას.
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ექვსი იტალიელი მსახიობი (ჯულია კაილოტო, ჯუსტო კუკიარინი, რობერტა დე სტეფანო, ჯოვანი ფრანძონი, მიკელე მარინიელო, მასიმო სკოლა) ქართველ მაყურებელს წარუდგენს იტალიელ გენიოსს, ამჯერად არა დრამატურგ, არამედ მთხრობელ პირანდელოს, რომლის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება.
არ გამოგრჩეთ! ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროში.

festival del teatro poster


ადგილი:

Tbilisi

975