Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ბოტიჩელის სილამაზე და კარავაჯოს სინათლე

თარიღი:

28/09/2017


ბოტიჩელის სილამაზე და კარავაჯოს სინათლე

5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებთ სახელწოდება "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე". ღონისძიება, რომლის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.

fb1

გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით. გამოფენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა, იდეალური სილამაზისა და ესთეტიკის ახალი კანონების ავტორმა, გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.

venere

Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული გამოფენა "Opera omnia" იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. "Opera omnia" "წარმოუდგენელი გამოფენაა" - შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს შედევრების რეპროდუქციების ექსპოზიცია; ქრონოლოგიური, ისტორიული და თემატური მოგზაურობა ბაროკოს ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის შემოქმედებაში (რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე), რომელიც აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ხელოვნებისა და ტექნოლოგიების, წარსულის და მომავლის შეხვედრა ერთიან საგამოფენო სივრცეში, ერთგვარ წარმოსახვით მუზეუმში - ამ ექსპოზიციამ, რომელიც 2003 წლიდან არსებობს, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ ათ მილიონზე მეტ მნახველს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ ლომბარდიელი გენიოსის ყველა ნამუშევარს.

img 2332

გამოფენები გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და ღია იქნება მნახველისთვის 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

სტატიები და სიუჟეტები:

NSP - სტატია, 29.09.2017
Sputnik Georgia - სტატია, 29.09.2017
Interpressnews - სტატია, 01.10.2017
On.Ge - სტატია, 01.10.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - პრეს რელიზი, 02.10.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ვიდეო, 02.10.2017
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - პრეს რელიზი, 02.10.2017
Agenda.Ge - სტატია, 02.10.2017
ნეტგაზეთი - I სტატია, 02.10.2017
ნეტგაზეთი - II სტატია, 02.10.2017
Observer - სტატია, 02.10.2017
Businesstime - სტატია, 02.10.2017
IPress - სტატია, 02.10.2017
GHN - სტატია, 02.10.2017
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი - I რეპორტაჟი, 02.10.2017
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი - II რეპორტაჟი, 02.10.2017
Georgia Today - სტატია, 02.10.2017
BPI - სტატია, 02.10.2017
ტვ პირველი - ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 03.10.2017
რადიო Jako.FM - სტატია, 03.10.2017
Imedinews - სტატია, 03.10.2017
ლიბერალი - სტატია, 03.10.2017
საქართველოს მთავრობა - პრეს რელიზი, 04.10.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - პრეს რელიზი, 04.10.2017
Новости-Грузия - სტატია, 04.10.2017
ტვ Music Box - I რეპორტაჟი, 04.10.2017
ტვ რუსთავი 2 - რეპორტაჟი, 04.10.2017
ტვ იმედი - რეპორტაჟი, 04.10.2017
Imedinews - სტატია, 04.10.2017
Agenda.ge - სტატია, 05.10.2017
ტვ Music Box - II რეპორტაჟი, 04.10.2017
ტვ Music Box - III რეპორტაჟი, 04.10.2017
რადიო ფორტუნა - ვიდეო, 05.10.2017     
Комсомольская правда в Грузии - სტატია, 10-26.10.2017
Аргументы и факты - სტატია, 24/11/2017

 

 



 








ადგილი:

Tbilisi

979