ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი: მზე, ზღვა და კლასიკური მუსიკა

საყოველთაოდ განთქმული მუსიკოს-შემსრულებლები, მომღერლები და ორკესტრები შავი ზღვის მარგალიტად აღიარებულ ქალაქ ბათუმში, კლასიკური მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 2-8 სექტემბერს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით იმართება.
6 სექტემბერს თქვენ გელით ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი: ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე შოპენის, ლისტისა და ლიგეტის ნაწარმოებებს შეასრულებს ჩაიკოვსკის სახელობის (მოსკოვი), დინო ჩანის სახელობის (მილანი) და გეზა ანდას სახელობის (ციურიხი) საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ნიჭიერი იტალიელი პიანისტი პიეტრო დე მარია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროებში.
ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ:

pietro de maria2