Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ანიმაციური ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი"

თარიღი:

31/08/2017


ანიმაციური ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალი

წელსაც, გასული წლების მსგავსად, იტალია მონაწილეობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც წელს მეშვიდედ იმართება 1-7 სექტემბერს ცხინვალის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფელ ნიქოზში.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სამდღიანი სემინარი 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, რომელსაც გაუძღვება საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი რობერტო პაგანელი. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული სემინარი განხორციელებულია იტალიური კულტურული ასოციაცია OTTOmani-ის მიერ, რომელიც, 10 წელზე მეტია, ქმნის და ანვითარებს სხვადასხვა ანიმაციურ სახელოსნოებს. სემინარის დასასრულს, 6 სექტემბერს, გაიმართება რობერტო პაგანელის ანიმაციური კინოს ლაბორატორიის პრეზენტაცია, რომელსაც იტალიელი ექსპერტი სემინარის პატარა მონაწილეებთან ერთად ჩაატარებს.

2 nikozi poster


ადგილი:

Tbilisi

971