Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური მონაწილეობა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალში

თარიღი:

03/08/2017


იტალიური მონაწილეობა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალში

თეატრალური ცხოვრების ათი ინტენსიური დღე, ოცზე მეტი ქართული და უცხოური დასი, გამოცდილებისა და თეატრის სიყვარულის გასაზიარებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უამრავი კრიტიკოსი და ჟურნალისტი. პროგრამაში 24 სპექტაკლი და სხვადასხვა სემინარი და მასტერკლასი, მათ შორის, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული, იტალიელი მსახიობის, თეატრალური რეჟისორისა და დრამატურგის, კლაუდიო დე მალიოს ვორქშოპი კომედია დელ'არტეს ფენომენის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდა მსახიობებისათვის. დაბოლოს, დე მალიოს პერფორმანსი ქართველი მსახიობების მონაწილეობით, რომელიც სპეციალურად რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის საღამოსთვის შეიქმნა.


festival dei teatri regionali 1


ადგილი:

Tbilisi

969