ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

მასტერის პროგრამა “ადამიანთა უფლებების და კონფლიქტის მართვა”

სპეციალური სტატუსის მქონე გამოყენებითი მეცნიერების საჯარო ინსტიტუტი, ქ. პიზას “წმ. ანას უმაღლესი სკოლა” ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროთი დაინტერესებულებს სთავაზობს მასტერის კურსს, რომლის მიზანია მაღალი დონის პროფესიონალების მომზადება ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების იმ პროგრამებისა და პროექტებისათვის, რომელიც გამიზნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონფლიქტების პრევენციისა და გადაწყვეტისაკენ.
ინგლისურენოვანი პროგრამა “ადამიანის უფლებების და კონფლიქტის მართვა” (დასწრება სავალდებულოა) ორ ეტაპად იყოფა და ითვალისწინებს 440 სასწავლო საათს ქ. პიზაში (2018 წლის იანვარი-ივლისი) და საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირების 480 საათს (სულ მცირე, სამი თვე).
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 სექტემბერი.
სასწავლო პროგრამისა და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:

pisa 2