ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პიერ პაოლო პაზოლინის სახელობის სტიპენდიები, რომელიც გაიცემა მწერალთან დაკავშირებულ სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომზე სამუშაოდ

სასწავლო ცენტრი – ბოლონიის კინემატოგრაფიის ფონდის (Fondazione Cineteca di Bologna) პიერ პაოლო პაზოლინის არქივი გასცემს სტიპენდიებს პიერ პაოლო პაზოლინის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომებზე სამუშაოდ. თუ თქვენი ნაშრომი 2014/2015 აკადემიური წლის შემდეგ არის შექმნილი და ის ამ სტიპენდიის მისაღებად ჯერ არ წარგიდგენიათ, არ დააგვიანოთ მონაწილეობის მიღება. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 სექტემბერი.
მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თანდართული დოკუმენტი.
იღბლიანი გამარჯვებული შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ!