იტალიის კარაბინერთა კორპუსის მეთაურს ტულიო დელ სეტესა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შორის გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე, რომელსაც კარაბინერთა კორპუსის დელეგაციის წევრები და იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდნენ, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე კარაბინერთა კორპუსის მეთაურმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოებრივი წესრიგის მართვისა და მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების კუთხით. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, ექსპერტების გაცვლასა და ორივე ინსტიტუციის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის სემინარების ორგანიზებას.
ფოტოსურათები მოწოდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ