ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიელი მეცნიერის მიერ მოყოლილი საქართველოს ისტორია. წიგნს თავად ავტორი წარადგენს

შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს შესახებ ღრმა კვლევებისა და ამ ქვეყანაში მისი მრავალი მოგზაურობის შემდგომ, ფრანჩესკო ტრეჩი წარადგენს თბილისში თავის იტალიურ ენაზე გამოცემულ წიგნს “საქართველოს ისტორია“, რომელსაც თან ერთვის არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძის წინასიტყვაობა. ფლორენციიდან, რომელიც აქტიური ქართული დიასპორის აკვანია, იტალიელი მკვლევარი გვთავაზობს საკუთარ მოგზაურობას ორ ათასწლეულის მომცველ ისტორიულ პერიოდში. იგი მოკლედ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს ამ უძველესი ხალხის ისტორიას.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 2017 წლის 23 ივნისს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (გიორგი წერეთლის ქუჩა 3 (ვაკის პარკთან), S კორპუსი, ოთახი 507).
მობრძანდით უნიკალური ხალხის ისტორიის გასაცნობად!