ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სიცილიასა და კავკასიას პიანისტები აკავშირებენ

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც დიდი ქართველი პედაგოგისა და პიანისტის 90 წლისთავსა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავს ეძღვნება, თბილისში, 5 დან 10 ივნისამდე იმართება. წელსაც, ამ ფესტივალში, რომელიც რაგუზის საერთაშორისო ფესტივალთან “Ibla Grand Prize” არის დაძმობილებული, მონაწილეობას იღებს მრავალი იტალიური და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ახალგაზრდა ნიჭიერი იტალიელი პიანისტი პიეტრო ბელტრანი, რომლის მონაწილეობა შესაძლებელი გახდა იტალიის საელჩოს მხარდაჭერის წყალობით.
პიეტრო ბელტრანის კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 9 ივნისს, 19.00 საათზე, დასწრება თავისუფალია, გელით!

 

amirejibi