Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი მევიოლინე გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება

თარიღი:

11/05/2017


იტალიელი მევიოლინე გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება

გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი "კონტრაპუნქტი", რომელიც თანამედროვეობის ორ უდიდეს კომპოზიტორს, დიმიტრი შოსტაკოვიჩსა და გია ყანჩელს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტს დაესწრებიან თავად მაესტრო ყანჩელი და რუსი კომპოზიტორის ქვრივი, ირინა შოსტაკოვიჩი.
ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მიერ ორი კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება. 12 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტეზი, რომელიც შეასრულებს გია ყანჩელის ახალ ნაწარმოებს "წერილები მეგობრებს".

poster kancheli
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე:


ადგილი:

Tbilisi

941