Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"დიდი შვიდეულის" სამიტი (ქ. ტაორმინა, 2017 წლის 26-27 მაისი). შიდა საზღვრების დროებითი კონტროლის აღდგენა

თარიღი:

15/05/2017


"დიდი შვიდეულის" სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 26-27 მაისს ქ. ტაორმინაში გაიმართება, იტალიის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გამშვებ პუნქტებზე დროებით აღდგება შენგენის ზონის შიდა საზღვრების კონტროლი. შენგენის ზონაში გადაადგილების ჩვეული თავისუფალი რეჟიმის შეზღუდვა ამოქმედდება შენგენის სასაზღვრო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად (ევროკავშირის 2016 წლის 9 მარტის 2016/399 რეგულაცია). საქმე ეხება შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნებს შეთანხმებულ პროცედურას, რომელიც გათვალისწინებულია ანალოგიური ღონისძიებების შემთხვევებისათვის.
სასაზღვრო კონტროლის აღდგენა დაიწყება 2017 წლის 10 მაისის 00:00სთ-დან და გაგრძელდება 30 მაისის 24:00სთ-მდე. აღნიშნულმა ზომებმა, შესაძლოა, საგრძნობლად იმოქმედოს მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეთა მგზავრობის დროზე, რომლებიც შენგენის ზონაში სხვა წევრი სახელმწიფოდან შედიან და იტალიისკენ მიემართებიან.


ადგილი:

Tbilisi

908