Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

დაიწყო დაძმობილების პროექტის განხორციელება. იტალია ამ პროექტის ლიდერია

თარიღი:

16/05/2017


დაიწყო დაძმობილების პროექტის განხორციელება. იტალია ამ პროექტის ლიდერია

იტალია "საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების" ახალი ევროპული პროექტის ლიდერია, რომლის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და წარმომადგენლები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.
"იტალიას პატივი ერგო, ამ მნიშვნელოვან და ფაქიზ დარგში საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. საქმე ეხება ორი პრიორიტეტული მოთხოვნილების ურთიერთშეწყობას: ერთის მხრივ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მეორეს მხრივ კი, გარემოსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას. ეს უდიდესი მნიშვნელობის მქონე მიზნებია განვითარების გზაზე მყოფი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც საკუთარი ბუნების სილამაზის შენარჩუნება სურს, რათა ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ჩვენს ქვეყანას (რომელიც, წარმოების განვითარების კუთხით, ევროპაში მეორე ადგილზეა და, ამავე დროს, გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულების ადგილიცაა) არაერთი რთული სიტუაცია წარმატებით დაუძლევია. იტალიელი ექსპერტები იკვლევენ გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, ამ გამანადგურებელი ეფექტის პრევენციული გეგმის შესაქმნელად. მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ამ ეფექტის ზემოქმედების გარდა, ასევე, შესაფასებელია, თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე სამეწარმეო ნებართვების გაცემა", - აღნიშნა ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.


twinning 3


ადგილი:

Tbilisi

945