Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად

თარიღი:

12/05/2017


იტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად

დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი და მეგობრობის ასწლეულები. იტალია და საქართველო განსხვავებული ენების, მაგრამ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნებია. ამ ათასწლოვანი კულტურების ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას შესანიშნავი აწყმო და, რაც მთავარია, საუცხოო მომავალი აქვთ.
დიახ, კულტურა დიალოგისთვის საუკეთესო საშუალებაა და ამ დიალოგის წარმართვა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მუსიკის მეშვეობითაც შეიძლება. 24 მაისს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გელით სახელგანთქმული მუსიკოსები და საოპერო მომღერლები, საქართველოს სახელმწიფო კაპელა და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული კონცერტის განსაკუთრებული სტუმრებია არაჩვეულებრივი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და ნიჭიერი იტალიელი ბანდეონისტი, ბრწყინვალე შემსრულებელი, უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მარიო სტეფანო პიეტროდარკი.
პროგრამაშია მონტევერდის, ვივალდის, კერუბინისა და პაგანინის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები და არიები დონიცეტის, პუჩინის, ბელინის, ვერდისა და სხვა იტალიელი კომპოზიტორების უკვდავი ოპერებიდან. არ გამოგრჩეთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სალაროში.


25 anniita j


ადგილი:

Tbilisi

944