Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის", საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების გადასარჩენად

თარიღი:

26/04/2017


კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რომელიც ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე" ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება: 1 მაისს, 21:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან სახელგანთქმული ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, ნიჭიერი ბრიტანელი პიანისტი ოლივერ პული და ორი იტალიელი ვარსკვლავი: უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პიანისტი და კომპოზიტორი, ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღვანელი ეციო ბოსო და პრესტიჟული კონკურსის "Operalia"-ს გამარჯვებული კარმენ ჯანატაზიო, რომელმაც თავისი ხმით მოაჯადოვა მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრები, მილანის "ლა სკალადან" ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერამდე".
თქვენ გელით ბრწყინვალე მომღერლები და მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებიც თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ბავშვების გადასარჩენად. არ გამოგრჩეთ!

concerto surguladze poster

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე:


ადგილი:

Tbilisi

932