ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

თანამშრომლობის მემორანდუმი რომის ბავშვთა საავადმყოფოს “Bambino Gesù”-სა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის

თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მედიცინის დარგში, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივი მართვა და კარდიოქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო პერსონალის დახელოვნების ერთობლივი პროგრამები და ტრენინგები – სწორედ ამ მიზნებს ისახავს რომის ბავშვთა საავადმყოფოს “Bambino Gesù” და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი. თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრნენ იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ვატიკანის სამოციქულო ელჩი მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი და იტალიელი ექიმების დელეგაცია, რომის საავადმყოფოს “Bambino Gesù”-ს ხელმძღვანელის მარიელა ენოკის ხელმძღვანელობით.
რომის საავადმყოფო “Bambino Gesù” პირველი იტალიური პედიატრიული საავადმყოფოა, რომელიც სალვიატის ოჯახის ინიციატივით შორეულ 1869 წელს დაარსდა, დღეს კი საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, ხარისხითა და მკურნალობის უახლესი მეთოდებით გამორჩეული საავადმყოფოა. მცირეოდენი სტატისტიკა: 500000 კვ.მ საერთო ფართობის მქონე ოთხი კლინიკა (ორი ქ. რომში და ორიც ლაციოს რეგიონში), 607 ადგილი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ყოველწლიურად ჩატარებული 26000-მდე ქირურგიული ოპერაცია, 27000 სტაციონარული და 1600000 ამბულატორიული მკურნალობა. “Bambino Gesù” ერთადერთი ევროპული კლინიკაა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ყველანაირი სახის ტრანსპლანტაციისათვის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. პედიატრიული ასაკის პაციენტს ისტორიაში პირველად სწორედ აქ ჩაუტარდა ინტრათორაკალური მეთოდით გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია. ეს საავადმყოფო გულის პათოლოგიის მქონე ქართველი პატარებისთვის იმედის მომცემი, ქართველი ექიმებისთვის კი მნიშვნელოვანი პარტიორი იქნება.

iashvili 4

სტატიები და სიუჟეტები:

ტვ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი – გადაცემა “მოამბე”, 06.04.2017
ტვ იმედი – გადაცემა “ქრონიკა”, 06.04.2017
Askanews – სტატია, 07.04.2017
Avvenire – სტატია, 07.04.2017
რომის ბავშვთა საავადმყოფო “Bambino Gesù” – ვიდეო, 07.04.2017