ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სახელგანთქმული იტალიელი მომღერალი საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

კიდევ ერთი იტალიელი მომღერლის მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში – ფრანჩესკო ელერო დ’არტენია, სახელგანთქმული იტალიელი ბანი, უამრავი კონკურსის, მათ შორის, ბუსეტოს “Voci Verdiane”, კასტელფრანკო-ვენეტოს “Mario del Monaco” და ფილადელფიის “Luciano Pavarotti International Voice Competition” კონკურსების გამარჯვებული. მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრების სცენაზე რიკარდო მუტისთან, ზუბინ მეტასთან, ნელო სანტისთან და ჟორჟ პრეტრისთან თანამშრომლობის შემდეგ, ფრანჩესკო ელერო დ’არტენია ახლა უკვე თბილისში, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე წარსდგება.
მე-12 საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” პირველ კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, იტალიელ მომღერალთან ერთად მონაწილეობენ იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, ირაკლი კახიძე და ლათო ათანელი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. პროგრამაშია ნაწყვეტები ვერდის, ვიზეს, როსინის, პუჩინისა და სხვა კომპოზიტორების ოპერებიდან. არ გამოგრჩეთ!

1 poster concerto
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სალაროში.