Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსები

თარიღი:

19/04/2017


საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსები

ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღებას.
შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცემათ ფლორენციის საოპერო თეატრში სწავლისა და პროფესიული დახელოვნების შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში (2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე). გაიცემა სასწავლო სტიპენდიები (ყოველთვიურად, დასაბეგრი 800 ევროს ოდენობით), ასევე, გათვალისწინებულია საგანგებო პრემიები.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:

locandina


ადგილი:

Tbilisi

930